საზოგადოება
აქცია დედოფლისწყაროში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების- ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობა საშემოდგმო სამუშაოების შესრულებას ვერ ახერხებს.
ადგილობრივები დღეს პროტესტის ნიშნად შირაქის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი იმ მიწების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს კერძო პირზე გასხვისდა, დღეს კი საქართველოს ბანკის საკუთრებაშია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ მიწებს ყოველწლიურად იყენებდნენ. მიმდინარე წელს კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა, რის შემდეგაც ნაკვეთებს ვეღარ ამუშავებენ.

ისინი ბანკისთვის ტერიტორიის დათმობას არ აპირებენ. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან ბანკის მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


| Print |
FaceBook Twitter Google