საზოგადოება
აშშ-ის ელჩი პანკისში მეწარმეებს შეხვდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. ვიზიტი გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში შედგა.
საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, რომელიც 2017 წელს გლობალურ სამეწარმეო კვირეულს აღნიშნავს.

"ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა მქონდა უხუცესთა საბჭოსთან, სადაც განვიხილეთ რეგიონის გამოწვევები და შესაძლებლობები. ამ ვიზიტით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მეწარმეობაზე და იმ შანსებზე რაც ბიზნესის განვითარებამ შეუძლია მოუტანოს რეგიონს. ჩვენ ამერიკიდან მოვიწვიეთ ახალგაზრდა წარმატებული მეწარმე, ბეთსი ფორი, რომელიც შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ რჩევები მისცა. USAID პანკისში მეურნეობას და მცირე ბიზნესს ძალიან ეხმარება. აქ ვარ რათა უკეთ გავიცნო ადგილობრივი მეწარმეები."-აღნიშნა იან კელიმ.

სტუმრებმა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაც დააგემოვნეს.

-"ძალიან მომეწონა პანკისში მეწარმეებთან შეხვედრა და პროდუქტების ნახვა, რაც მათ ჰქონდათ წარმოდგენილი. ჩვენ ვისაუბრეთ ბერენდინგზე, მარკეტინგზე და სხვადასხვა იდეებზე. მქონდა საშუალება, რომ გამესინჯა მათი ნაწარმი, ჰქონდათ უგემრიელესი ლუდი, ჯემები და სხვადასხვა საჭმელი. ჩემი აზრით, მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბევრი რამ ისწავლეს, თუნდაც სოციალურ მედიაში თუ ვებ გვერდზე პროდუქტის ბრენდის შექმნა."-აღნიშნა მეწარმე ბეთსი ფორმა.

ცნობისთვის, გლობალური სამეწარმეო კვირეული ყოველწლიურად ტარდება, რომლის ფარგლებშიც ერთკვირიანი ღონისძიებები და ვორქშოფები იმართება.  


| Print |
FaceBook Twitter Google