საზოგადოება
ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

უწყების ინფორმაციით, 21 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google