საზოგადოება
რას მოიცავს მიწის რეგისტრაციის რეფორმა- ინტერვიუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და 19 ნოემბრის დილის მონაცემებით დაახლეობით 307 000-ზე მეტი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. აღნიშნული ციფრი კი ყოველდღე მატულობს.
აღნიშნული რეფორმა ჯერ საქართველოს მთავრობამ მოიწონა, შემდეგ კი პარლამენტმა კანონის სახით დაამტკიცა.

ვის ეხება რეფორმა, როგორია მოქალაქეების ჩართულობა და რას აფინანსებს სახელმწიფო - ამ და სხვა საკითხებზე speqtri.ge-ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ესაუბრა.

-ბატონო პაპუნა, რა იყო ამ რეფორმის მიზანი?

- ამ რეფორმის მიზანი იყო მაქსიმალურად გაგვეზარდა რეგისტრირებული სასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაოდენობა, ვიანიდან იმ პერიოდისთვის მხოლოდ 25-30% იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მიზნის მისაღწევად შევეცადეთ მოქალაქეებისთვის მოგვეხსნა ყველა ბიუროკრატიული, ფინანსური და სამართლებრივი ბარიერები, წაგვეხალისებინა რეგისტრაციის პროცესი. გავხდით პროაქტიული სააგენტო და ერთი სარკმლის პრინციპით დავიწყეთ მუშაობა. საჭიროა, მხოლოდ მოქალაქის მხრიდან მომართვა, ამის შემდეგ ჩვენი სააგენტო როგორც მოქალაქის ადვოკატი, იწყებს ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ადმინისტრაციული წარმოება ითვალისწინებს. ჩვენ მივმართავთ მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ არქივს, შემოსავლების სამსახურს, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ყველა საჭირო დოკუმენტი და დავარეგისტრიროთ მოქალაქის საკუთრების უფლება.


-როგორია მოქალაქეების ჩართულობა და რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს რეფორმა?

-ციფრები ალბათ ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად დაიგეგმა რეფორმა და როგორ მიმდინარეობს. საჯარო რეესტრისადმი მიმართვიანობა დაახლეობთ 5-ჯერ არის გაზრდილი. თუ მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით, ყოველდღურად 500 მოქალაქე მოგვმართავდა, დღეისათვის ეს ციფრი 2700-3000-ს შეადგენს. დადებითი გადაწყვეტილებებიც 300-400%-ით არის გაზრდილი. მანამდე თუ ყოველდღიურად 400 განაცხადი რეგისტრირდებოდა, დღეს ეს რიცხვი1300-1400-ია.
წელიწადსა და ორ თვეში 307 000 რეგისტრირებული უფლება, ვფიქრობ, შთამბეჭდავი მონაცემია და ეს ციფრი თავისთავად ლაპარაკობს რეფორმის წარმატებულობაზე.

-როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში ყველა სერვისს აფინანსებს სახელმწიფო, ეხება თუ არა ეს მიწის აზომვით ნახაზებსაც?

-როდესაც რეფორმას ვიწყებდით, გავაანალიზეთ პრობლემები და ისე წარვმართეთ საქმიანობა. აზომვითი ნახაზები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის. დაახლოებით 300-500 ლარის გადახდა დიდ ტვირთად იქცა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობდნენ რეგისტრაციაზე. სახელმწიფომ გადაწყვიტა, განეხორციელებინა სუბსიდირება. ამზომველები კერძო სექტორს წარმოადგენენ.
თუკი მოქალაქე ხელს მოაწერს მორიგების აქტს, ანუ სამართლებრივ დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც საკუთრების უფლება დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, აზომვითი ნახაზების საფასური ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ. მოქალაქე კერძო ამზომველთან აფორმებს მორიგების ფორმას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გადაიგზავნება, შემდეგ კი საფასური ანაზღაურდება. დღეისათვის დაფინანსებული 167 000-ზე მეტი ნახაზია.

-საქართველოს მასშტაბით 12 სოფელში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა კახეთის მასთაბით ოთხი სოფელი. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ რას გულისხმობს მიწის სისტემური რეგისტრაცია და რით განსხვავდება ის ზემოთ აღნიშული რეფორმისგან?

-რეფორმის მეორე მიმართულებაა სისტემური რეგისტრაცია. ამ დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით გარკვეულ არეალში აღრიცხავს, აზომავს, მოამზადებს დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრების უფლებას, როგორც კერძო მესაკუთრეებისთვის, ასევე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტისთვის.
სოფელ ჯიმითსა და მზისგულში ჩვენივე ძალებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უკვე დავასრულეთ საველე სამუშაოები. საჯარო ადგილას გამოკრულია ეს შედეგი იმისთვის, რომ მოქალაქეები თავად გაეცნონ რამდენად სწორია ის სურათი, რომელიც ჩვენმა სააგენტომ გააკეთა. როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი სწორეა, ამის შემდეგ მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ველოდებით, რომ ახალ წლამდე მზისგულსა და ჯიმითში ყველა საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იქნება. ამის მერე გადავალთ არხილოსკალოსა და არბოშიკში, სადაც სამ თვეში მივიღებთ შედეგს. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელმაც უნდა მოგვცეს სურათი, რამდენად სწორეა ჩვენი მუშაობის მეთოდოლოგია.

P.S. ცნობისთვის, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.