საზოგადოება
ბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისის ხეობის მკვიდრს ეკუთვნის
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 46–ე კორპუსში, მე–2 სართულზე მდებარე ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ა. ჯ.-ს ეკუთვნის.
ინფორმაციას ამის შესახებ „რეგინფოს“ ა. ჯ.-ის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. ისინი ა.ჯ.-სთან დაკავშირებას ღამის 12 საათის შემდეგ ვეღარ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრეტერორისტულმა ცენტრმა სპეცოპერაცია წუხელ დაიწყო და უკვე რამდენიმე საათია გრძელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირია დაკავებული, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

| Print |
FaceBook Twitter Google