საზოგადოება
კახეთში გაზის გამათბობლების შემოწმება უფასოდაა შესაძლებელი
თუკი, კახეთის მასშტაბით, აბონენტებს ეჭვი აქვთ, რომ მათ საცხოვრებელ სახლში განთავსებული გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი გაუმართავია, შეუძლიათ "სოკარ ჯორჯია გაზს" დაუკავშირდნენ.
-"შეტყობინების შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ადგილზე შეძლებისდაგვარად სწრაფად მივლენ და შეამოწმებენ გაზის მოწყობილობებს. აღნიშნული მომსახურება უფასოა."- განუცხადეს speqtri.ge-ს კომპანიის პრესსამსახურში.

საჭიროების შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე - 16 114.

ცნობისთვის, კომპანია "სოკარი" ბუნებრივი აირით თელავის გარდა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს ამარაგებს.


| Print |
FaceBook Twitter Google