საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, ხვალ და ზეგ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია მცირე ნალექი.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12-+17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი- +6-+11 იქნება. 30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ზოგან თოვლი.

1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს , გაძლიერდება აღმოსავლეთ მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google