საზოგადოება
ხათუნა ბუზალაძე და ლეილა მათიაშვილი ა.ა.ი.პ.-ების ახალ ხელმძღვანელებად დაინიშნენ
გურჯაანის „საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას" და ააიპ-ი „თანადგომას“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა განაცხადა, დირექტორის მოვალეობის შესრულება ერთი თვით თანამშრომლებს დაევალათ.
„აღნიშნული ა.ა.ი.პ.- იების დირექტორები საკრებულოს დეპუტატები გახდნენ, ამიტომ მათ უფლებამოსილება შეუწყდათ. აქედან გამომდინარე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით „საბიბლიოთეკო და სამუზეუმო“ გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად - ხათუნა ბუზალაძე, ხოლო ააიპ-ი „მოქალაქეთა თანადგომის “ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ლეილა მათიაშვილი დაინიშნა.“

მისივე თქმით, რა იქნება ერთი თვის შემდეგ, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ „საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" დირექტორმა მაია ბეროშვილმა და ააიპ-ი „თანადგომის“ დირექტორმა თამაზ შიშნიაშვილმა თანამდებობა სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო დატოვეს.



| Print |
FaceBook Twitter Google