საზოგადოება
ქვემო ალვანში ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, გიორგი ბოჭორიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
დაფა კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის ეზოში განთავსდა.

ღონისძიებას ბოჭორიძის ოჯახის წევრები, მეცნიერები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

,,დიდი ქართველი მეცნიერი გიორგი ბოჭორიძე 1939 წელს რეპრესიის მსხვერპლი გახდა. ციმბირსკენ მიმავალ მატარებელში უცხო პირებმა მოკლეს და მისი ცხედარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კვირაცხოვლის ეკლესია სიმბოლურად შევარჩიეთ, რადგანაც მისი მამა თადეოზი სწორედ ამ ეკლესიაში მსახურობდა. მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს წიგნები ,"თუშეთი,", "რაჭა-ლეჩხუმი" და სხვა, თუმცა კიდევ არაერთმა ნაშრომმა ვერ იხილა დღის სინათლე. მემორიალური დაფის გახსნით გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ამ დიდიებულ მეცნიერს." - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google