გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე 2017-2018 წლების
ზამთრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კლიმატური პროგნოზის
(SEECOF-18) და ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პროგნოზის (MedCOF)
ფორუმებზე მონაწილე ევროპელი ექსპერტების დასკვნით, 2017-2018 წლების
ზამთრის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის
ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის
ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ამის
გამო, საკმაოდ მაღალი ალბათობითაა (80%) ნავარაუდევი, რომ აღნიშულ
რეგიონებში, მომავალი ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა
ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება.
საქართველოში მომავალი ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ
ნახევარში ნორმაზე 10C-ით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში ნორმის
ფარგლებშია მოსალოდნელი (ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა
დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4,
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში
-5.5 0C-ს შეადგენს). სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა
შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რის პროგნოზირებაც
მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.“-ნათქვამია
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები