საზოგადოება
ექნება თუ არა გურჯაანს 24-საათიანი წყალმომარაგება
გურჯაანში წყლის მრიცხველების დამონტაჟება კვლავ მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ძველი გაყვანილობა ახლით იცვლება და თითოეულ აბონენტს ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდება. როგორც აღნიშნულ სტრუქტურაში განაცხადეს, პროცესის დამთავრების შემდეგ, გურჯაანს, სავარაუდოდ, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ თათარაძის თქმით, სამუშაოები 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
„ამჟამად, ფაქტობრივად, სამუშაოების ნახევარი შესრულებულია. კერძო ბინები უკვე გამრიცხველიანებულია და მხოლოდ კორპუსები იყო დარჩენილი. პროცესის დასრულების შემდეგ, წყლის შეუფერხებლად მიწოდებისთვის, კომპანია 2018 წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებს. სავარაუდოდ, გურჯაანის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება მალე ექნება. “

როგორც გურჯაანის მოსახლეობა ამბობს, წყლის არასტაბილური მიწოდება არაერთ პრობლემას ქმნის. გარდა იმისა, რომ მილებში დაგროვილი ჰაერი ზედმეტ მოცულობას ასახავს მრიცხველზე, გაყვანილობასაც აზიანებს.
„წყალი რომ შეწყდება და მერე გაუშვებენ, ჰაერი ისეთი წნევით გამოდის, რომ მილებს აზიანებს. ნახევარ საათზე მეტხანს ველოდებით, რომ ონკანი გავხსნათ, მაგრამ ზოგჯერ ეს დროც არ კმარა. წყლის გამაცხელებელი უკვე მესამედ გამოვცვალეთ, შიდაგაყვანილობა დაუზიანდა. გარდა ამისა, ჰაერები მრიცხველზე ზედმეტ კუბებს ასახავს. როგორ შეიძლება ზამთარში ოჯახი 23 ან 30 ლარს წყლის გადასახადს იხდიდეს?“ - ამბობს ეთერ ორველაშვილი.

მიხეილ თათარაძის განმარტებით, მსგავსი შეტყობინება კომპანიის ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული.
„გურჯაანიდან ცხელ ხაზზე მსგავსი ტიპის დაზიანებების თაობაზე არავის დაურეკავს. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობამ ოპერატორს უნდა მიმართოს. აღნიშნულ პრობლემას შესაბამისი სამსახური ოპერატიულად მოაგვარებს და ჰაერგამშვები არმატურები საჭირო ადგილას დაყენდება. “

უწყების ინფორმაციით, ახალი წყალგაყვანილობის სისტემა 86 კორპუსში კეთდება და სულ 1728 აბონენტის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ ააიპ „თანადგომის“ დირექტორის
ვინაობა ცნობილია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ ააიპ „თანადგომის“ დირექტორის ვინაობა ცნობილია.
15:38 / 11.12.2017
შაბათს 16 დეკემბერს გურჯაანის კულტურის სახლში რეგიონული მკლავჭიდის
ტურნირი გაიმართება.
შაბათს 16 დეკემბერს გურჯაანის კულტურის სახლში რეგიონული მკლავჭიდის ტურნირი გაიმართება.
15:28 / 11.12.2017
კახეთში მომუშავე ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის
არჩევნებს გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, აღნიშნულმა პროცესმა მშვიდ
ვითარებაში ჩაიარა და მეორე ტურის აუცილებლობა არ არსებობს.
კახეთში მომუშავე ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებს გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, აღნიშნულმა პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მეორე ტურის აუცილებლობა არ არსებობს.
14:00 / 11.12.2017
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს
უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია
წვიმა, მთაში თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.
13:56 / 11.12.2017
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 200 ბენეფიციარს სახაალწლო
ამანათებით დაეხმარება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 200 ბენეფიციარს სახაალწლო ამანათებით დაეხმარება.
12:30 / 11.12.2017
სხვა ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ილია ქოჩიაშვილმა, პოლონეთში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
15:51 / 06-12-2017
გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზში თავისუფალ ჭიდაობაში რეგიონული ტურნირი გაიმართა, რომელიც გურჯაანის სპორტული სკოლის ყოფილი მწვრთნელის ნოდარ ზავრაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
12:22 / 06-12-2017
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში მუსიკის კვირეული გაიხსნა.
16:50 / 05-12-2017
გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვის სპორტული ჯგუფი გაიხსნა.
17:07 / 01-12-2017
გუშინ გურჯაანის სპორტკომპლექსში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა ტურნირი კალათბურთში.
14:44 / 29-11-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
2.7424
USD
USD
1
2.3941
GBP
GBP
1
3.0791
TRY
TRY
1
0.6656
RUB
RUB
100
3.9485
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2017 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.