საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით ნინო ლომჯარია აირჩია. მას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

რაც შეეხება ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს, მას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ იყო. 2011 წლიდან 2016 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED)ხელმძღვანელობდაა.

2004-2008 წლებში ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურისტად მუშაობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google