საზოგადოება
სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მერია შესაძლოა ათასი ლარით დაეხმაროს
ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შესაძლოა გურჯაანის მერია 500-ის ნაცვლად 1000 ლარით დაეხმაროს.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის ინფორმაციით, ამ მუხლით ბიუჯეტში 20 000 ლარია გამოყოფილი.
„ეს ბავშვების ის კატეგორია და რაოდენობაა, რომლებიც გამოყოფილ თანხაში თავისუფლად ჯდება. ჩემი წინადადება იყო, მათი თანადაფინანსება ათას ლარამდე გაგვეზარდა. დეპუტატებმა მოიწონეს წინადადება. ახლა მერია სოციალური დახმარებების გაცემის წესზე მუშაობს. თუ პროექტს საკრებულო დაამტკიცებს, ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტები 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.“

შეგახსენებთ, რომ პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში უკვე მესამე წელია ხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google