საზოგადოება
გურჯაანის მერიამ გარევაჭრობის ნებართვა გასცა
წინასაახალწლოდ, გასული წლების მსგავსად, გურჯაანის მერიამ გარევაჭრობის ნებართვა მიმდინარე წელსაც გასცა.
-„ვფიქრობ, მომავალ წელს გარევაჭრობა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და ჩაჯდეს ცივილურ ფორმებში, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვასწრებთ შევთავაზოთ ალტერნატიული ფართი იმ ადამიანებს, რომლებიც გარევაჭრობით შოულობენ შემოსავალს. მკაცრი აკრძალვა ჩემი მხრიდან იქნებოდა არალოგიკური. ვფიქრობ, მომავალი წლისთვის მოვემზადებით და ალტერნატიულ ადგილს გამოვყოფთ.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გარევაჭრობა ნებადართული გურჯაანში იანვრის ნახევრამდე იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google