საზოგადოება
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაათავისუფლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუბუნაური სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მის ადგილას ინიშნება შოთა ჭანუყვაძე, რომელიც speqtri.ge-ს ინფორმაციით, ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, გიორგი ბუბუნაური კახეთის პოლიციას 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე იყო თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსი.





| Print |
FaceBook Twitter Google