საზოგადოება
დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ნორმები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებში
ბაღებსა და სკოლებში სახანძრო სისტემების მონიტორინგი დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რა მდგომარეობაა სახანძრო უსაფრთხოების კუთხით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში?- Speqtri.ge-ს აღნიშნულ საკითხზე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი ესაუბრა.

-„ყველა სკოლაში მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოების კუთხე, ცეცხლმაქრები და განახლებული საევაკუაციო გეგმა თითოეულ სართულზეა განთავსებული. გეტყვით რა არის პრობლემა. დავუშვათ, თუ სკოლის მოცულობის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ უნდა იყოს 10 ცალი ცეცხლმაქრი, ზოგან ამდენი არ გვაქვს. არის ვედროებიც. ზოგიერთი სკოლის აშენებისას, გათვალისწინებულია სათადარიგო კიბე. სიგნალიზაცია აუცილებლად უნდა ირთვებოდეს ავტომატურად, რაც სხვა ფუფუნებაა და ამ კუთხით პრობლემა ნამდვილად არსებობს. 2016 წელს სახანძრო სამსახურმა უსაფრთხოების კუთხით სკოლები შეამოწმა. რა მითითებებიც გასცეს, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თავიანთი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში, გაითვალისწინეს. შეიძინეს ახალი ცეცხლმაქრები.“

დალი მინდიაშვილის თქმითვე, თუკი აღნიშნული სამსახური მათ სხვა რეკომენდაციებითაც მიმართავს, აუცილებლად შეასრულებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google