საზოგადოება
გურჯაანის თვითმმართველობაში წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოების კომისია შეიქმნა
დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელეს.

როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიურმა აღნიშნა, ხუთი მუდმივი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა.
„დღევანდელი კომისიის სხდომაზე ძირითადი ცვლილებები, რაც დებულებებში შევიდა იყო ის, რომ გამგეობა შეიცვალა სიტყვა მერიით. ასევე დამტკიცდა ხუთი მუდმივი კომისიის პერსონალური შემადგენლობა. მათ შეუძლიათ ჩვეულ რეჟმში გააგრძელონ მუშაობა. “

მისივე თქმით, ასევე შეიქმნა წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოების კომისია, რომელსაც საკრებულოს დეპუტატი და სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილი უხელმძღვანელებს. გამოვლინდება სულ ოცი წარჩინებული სტუდენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google