საზოგადოება
საპროტესტო აქცია სოფელ საბუეში
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა სოფლის ტყეში კერძო კომპანია ხის მასალის მოპოვებას აწარმოებს, რაც კლიმატურ პირობებს გააუარესებს.
ისინი ეჭვობენ, რომ სასმელი წყის გარეშე დარჩებიან. ადგილობრივები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ. ბრალდებებს გამოეხმაურა კომპანია "ქართული ჯგუფის" გენერალური დირექტორი.

ავთანდილ ბერიძე განმარტავს, რომ ისინი ტყიდან ხეების ჭრას კანონიერად ახორციელებენ და შესაბამის ლიცენზიასაც ფლობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google