საზოგადოება
საბავშვო ბაღებში არდადეგები 28 დეკემბრიდან დაიწყება
გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 28 დეკემბრიდან დაიწყება.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის სკოლამდელი სააღზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, საახალწლო ზეიმი საბავშვო ბაღებში 25, 26 და 27 დეკემბერს ჩატარდება.
„საახალწლო საჩუქრებისთვის გამოცხადებული გვაქვს ტენდერი 11 660 ლარზე. ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ყველა აღსაზრდელს გადაეცემა ტკბილეულის პაკეტი, რომელიც 2200 ბავშვზეა გათვალისწინებული.“

მისივე თქმით, რვა იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში მეოთხე ბაღში გაიხსნება ე.წ. ზამთრის ჯგუფი იმ ბავშვებისთვის, რომლის მშობლებიც მუშაობენ. სააღმზრდელო პროცესი კი 15 იანვრიდან განახლდება.
| Print |
FaceBook Twitter Google