საზოგადოება
გურჯაანში მაღალქულიან პირველკურსელებს სავარაუდოდ 31 დეკემბერს დააჯილდოებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისია, იმ 20 მაღალქულიან სტუდენტს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულად ჯილდოს , 500 ლარს მიიღებს, 26 დეკემბრისთვის გამოავლენს.

„კომისია გამარჯვებულს სამ ძირითად საგანში - ქართულ ენაში, ზოგად უნარებსა და უცხო ენაში მიღებული ნედლი ქულების დაჯამებით შეარჩევს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სტუდენტებს ინფორმაცია მივაწოდოთ. გვინდა, განცხადების შემოტანა ყველამ შეძლოს.“
მისივე თქმით, დაჯილდოება სავარაუდოდ 31 დეკემბერს მოხდება.“-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილმა.

მისივე თქმით, სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში 22 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ:
1. განცხადება
2. ქულათა ამონაწერი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან;
3. სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

| Print |
FaceBook Twitter Google