საზოგადოება
გურჯაანის მერია საახალწლო ამანათს ორას ბენეფიციარს გადასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 200 ბენეფიციარს სახაალწლო ამანათებით დაეხმარება.

როგორც ჩვენთან საუბარში, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განაცხადა, ამისთვის შვიდი ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.
„სოციალურად დაუცველებს, უკიდურესად გაჭირვებულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. წინასაახალწლო დღეებში საახალწლო ამანათები გადაეცემათ. თითოეულს სავარაუდოდ 30-35 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება მრავალშვილანებს, ასეთი ოჯახები საკმაოდ ბევრია, ამიტომ ყველასთვის ვერ იქნება თანხა განსაზღვრული. მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულები დასაჩუქრდებიან.“
მისივე თქმით, სოფლებში ასეთ ოჯახებს მერის წარმომადგენლები შეარჩევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google