საზოგადოება
16 დეკემბერს მკლავჭიდის ტურნირი გაიმართება
შაბათს 16 დეკემბერს გურჯაანის კულტურის სახლში რეგიონული მკლავჭიდის ტურნირი გაიმართება.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში განაცხადეს, სპორტსმენები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან, თბილისიდან და რუსთავიდან იქნებიან. ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებიც.

მათივე თქმით, შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google