საზოგადოება
ააიპ „თანადგომას“ ახალი დირექტორი ჰყავს

გურჯაანში ააიპ „თანადგომის“ დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მისი ხელმძღვანელი თამაზ შიშნიაშვილი საკრებულოს დეპუტატად აირჩიეს. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტს მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, ამ თანამდებობაზე გურჯაანის მუნიციპალური სერვისის უფროსი ზაზა ჯადუგიშვილი დაინიშნა.

„რაც შეეხება „საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას", ამჟამად მიდის მოლაპარაკებები კანდიდატებთან, ანალოგიური მდგომარეობაა მუნიციპალური სერვისშიც. ერთიც და მეორეც მნიშვნელოვანია გურჯაანისთვის და გვინდა კარგი კადრი შევარჩიოთ.“

შეგახსენებთ, რომ ზაზა ჯადუგიშვილი მუნიციპალურ სერვისს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google