საზოგადოება
გურჯაანში ქუჩების მორთვა დაიწყო
გურჯაანში ქუჩების საახალწლოდ მორთვა უკვე დაიწყო. საახალწლო ნათურებით, წელს თამარ მეფის ქუჩა, ნონეშვილის გამზირი და თავისუფლების ქუჩის მცირე მონაკვეთი განათდება.

„ქუჩების მორთვა 23 რიცხვამდე დასრულდება. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეს ის თამარ მეფის ქუჩაზე, 24 -ში საღამოს 7 საათზე საზეიმოდ აინთება.“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, წელს საახალწლო განათებების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4300 ლარია გამოყოფილი.
| Print |
FaceBook Twitter Google