საზოგადოება
აქცია სოფელ ანაგაში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით
სიღნაღის მუნიციპალიტეტს სოფელ ანაგაში მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ისინი დღეს ქუჩაში გამოვიდნენ.
მათი თქმით, სოფლის 700 მეტრიანი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ ზამთრის პერიოდში ფეხით გადაადგილებაც კი უჭირთ.

"წვიმების დროს გზაზე წყალი მოდის. სახლამდე სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ აღწევს.  განცხადება გავაგზავნეთ პრემიერ- მინისტრის სახელზე, რომ პრობლემის მოგვარება დაჩქარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურეს ზომებს მივმართავთ და აქციებს გავაგრძელებთ. " ამბობს აქციის ერთ- ერთი მონაწილე ნინო გოგოლაშვილი.

მოსახლეობას დღეს სიღნაღის მერის წარმომადგენელმა სოფელ ანაგის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაქარია ალხანაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, მიმდინარე წელს გზის ამ მონაკვეთზე გაბიონები გაკეთდა.

-"მომავალ წელს გზა მოიხრეშება და არ არის გამორიცხული სანიაღვრე არხებიც მოეწყოს."


ამავე თემაზე:  
სოფელ ანაგაში გზის მოასფალტების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გეგმავენ





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ანაგა / გზა /