საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით რეისები განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ  ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები გადაიყვანა.
-"სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, თუშეთში, სოფელ ომალოში, რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება."-აღნიშნეს შსს-ში.

ცნობისთვის, რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილია.


| Print |
FaceBook Twitter Google