საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. უწყების ინფორმაციით, 27 – 30 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში + 15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 31 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
| Print |
FaceBook Twitter Google