საზოგადოება
ჩემი პირადი მოსაზრებით სპეცოპერაციის დროს მოხდა ძალის გადამეტება - ხასო ხანგოშვილი
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ქალთა საბჭოს წარმომადგნლები და ხეობის უხუცესები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე პანკისის სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრეს.
დღესვე შემუშავდა სპეციალური მიმართვის ტექსტიც, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდება და ხეობის მოსახლეობის პოზიციას გამოხატავს.

"ჩვენი, მოსახლეობის ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით სპეცოპერაციის დროს მოხდა ძალის გადამეტება. სავარაუდოდ ახალგაზრდის აყვანის დროს, სპეცრაზმელს შეეშეინდა და კარის შემტვრევის დროს პირდაპირ გაისროლა. თუმცა, ყველა ველოდებით გამოძიების შედეგებს, რომელიც ვფიქრობთ, ობიექტურად წარიმართება." - აღნიშნა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google