საზოგადოება
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 65 600 ლარია
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 7 მილიონ 65 600 ლარით განისაზღვრა.
-„პრიორიტეტული მიმართულებებია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. ჯანდაცვის მიმართულებით 566 800 ლარია გათვალისწინებულია, რაც მოიცავს როგორც წამლებისა და ოპერაციების დაფინანსებას, ასევე ერთჯერად დახმარებებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამისთვის გამოყოფილია 114 000 ლარი. საკრებულოს დეპუტატებს ჰქონდათ შენიშვნები, რაც მერიამ გაითვალსწინა. თანხა დაემატა ინფრასტრუქტურულ მიმართულებას და გაიზარდა სკოლამდელი განათლების დაფინანსება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან ყვარლის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ქანდაურიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google