საზოგადოება
ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებშიც გაიზარდა
ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებშიც ძვირდება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიამ დღეს იმსჯელა.
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე 1.28 თეთრით გაეზრდებათ. ცვლილება 2018 წლის პირველი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ სექტორს შეეეხება.

საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი შემდეგნაირად დადგინდა: თვეში 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი, 12.954 თეთრის ნაცვლად,  14.23666 თეთრით განისაზღვრა, 101 კილოვატიდან 301 კვტ/სთ ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, 18.21366 თეთრით განისაზღვრა, 301 კვტ/სთ-დან კი ნაცვლად 21.450 თეთრის ნაცვლადტარიფი 22.73266 თეთრი.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტებს ერთ კვტ/სთ-ზე 14.860 თეთრის გადახდა მოუწევთ, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრის, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრის.

ახალი ტარიფები 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.


| Print |
FaceBook Twitter Google