საზოგადოება
ბაკურციხეში დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ თევზაძემ განუცხადა, ის ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას გადის.

-"ორი ჭრილობა აქვს მიყენებული ბარძაყისა და თავის არეში. სასიცოცხლო ფუნქციების დაზიანება არ აღენიშნება. ფეხზე სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი." -აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წუხელ სამმა პირმა ბენზინგასამართი სადგური (შპს "ნიკა") დააყაჩაღა. იარაღით დაჭრეს ოპერატორი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. 

| Print |
FaceBook Twitter Google