წუხელ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „თი ბი სი ფეის“
სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს. წაღებულია ფული, თუმცა რა
რაოდენობის უცნობია.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც
ქურდობას გულისხმობს.
მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები