საზოგადოება
გურჯაანის მერიამ ორ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ორი ვაკანტური ადგილია. განაცხადების მიღება 15 იანვარს სრულდება.
კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდა:

1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი;

2. მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;

აღნიშნული პოზიციები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ბეროშვილმა თანამდებობა დატოვა, ხოლო მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უფრუნველყოფის განყოფილების უფროსი დავით ნიკოლაშვილი ა.ა.ი.პ  "თანადგომის" დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეგიძლიათ.


| Print |
FaceBook Twitter Google