საზოგადოება
პანკისში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩავიდა
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი პანკისის ხეობაში დაჭრილი, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩავიდა.

ექსპერტმა მაჩალიკაშვილის ბებიასთან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. არის თუ არა მტკიცებულებები განადგურებული ჯერ უცნობია.  ექსპერტმა სამედიცინო ისტორია თბილისის შემდეგ, თელავის საავადმყოფოდან უკვე გამოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
| Print |
FaceBook Twitter Google