საზოგადოება
„ახალი წელი ტყეში“ - საახალწლო სპექტაკლი
დღეს გურჯაანის თოჯინების თეატრში გაიმართა სპექტაკლი „ახალი წელი ტყეში“, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც ესწრებოდნენ.


როგორც ჩვენთან საუბარში თოჯინების თეატრის დირექტორმა ნინო ნადირაძემ აღნიშნა, ასეთი საქველმოქმედო ჩვენება ყოველწლიურად აქვთ.
„გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა დღეს სხვა მაყურებელთან ერთად, შშმ პირებსაც უმასპინძლა. ჩვენი რაიონის დღის ცენტრის ბენეფიციარებს შობა ახალი წელი მივულოცეთ და ერთი დღე გავულამაზეთ. “

შშმ პირთა დღის ცენტრის დირექტორის გულიკო როსტოშვილის თქმით, ასეთი მოწვევა პირველად არ მიუღიათ.
„დღეს ჩვენმა ცხრა ბენეფიციარმა ნახა სპექტაკლი და მონაწილეობა მიიღო საახალწლო ზეიმში. ისინი ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერიას, რადგან არასდროს გვტოვებს უყურადღებოდ. შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ყველაფრით გვეხმარებიან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შობა ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს, სიკეთე, ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო.“

11 წლის ბენეფიციარი მარიამ ჩახვაშვილი სპექტაკლით კმაყოფილია.
„ვნახე საახალწლო სპექტაკლი, რითაც გავიგე როგორ ხვდებიან ახალ წელს ტყეში ცხოველები. მომეწონა და დიდ მადლობას ვუხდი
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვებმა მანეჟში გადაინაცვლეს, სადაც სადღესასწაულო მეჯლისი მოეწყო. თოვლის პაპამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრები უფასოდ გადასცა.


| Print |
FaceBook Twitter Google