საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავს პანკისში შეფასებები მოჰყვა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავს უკვე მოჰყვა შეფასებები. ხეობაში ამბობენ, რომ სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა დაგვიანდა.
,,ძალიან სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდის დაღუპვა. ვფიქრობ, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დროში გაიწელა, რასაც ცუდი შედეგი მოჰყვა. თავიდანვე რომ წაეყვანათ გერმანიაში ან თურქეთში, იქნებ მისი გადარჩენის რამე შანსი ყოფილიყო."- აღნიშნა პანკისის ხეობის უხუცესმა პლატონ გუნეშაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ გუშინ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხეობის უხუცესები შეიკრიბნენ  და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელონ.


| Print |
FaceBook Twitter Google