საზოგადოება
"ბავშვი რომ მეტყვის მშიაო, რა ვუთხრა?!“ - ხუთი თვე სოციალური დახმარების გარეშე [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"რულიანი მანქანა მინდა, რომ ჩავჯდე და ვიკატაო, კიდევ ტორტი, ბევრი შოკოლადი და თოჯინა“- ამბობს 4 წლის ბარბარე და თან დათუნიას ეთამაშება.
ნაძვის ხესთან მივყავართ, გვეუბნება, რომ მის მორთვაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.  ოჯახში ოთხნი არიან, ბარბარე, მისი ბიძა, 16 წლის ბექა, ბებია და პაპა.

ნადირაშვილების ოჯახი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ცხოვრობს. სოციალურ დახმარებას წლების განმავლობაში იღებდნენ. 2 წლის წინ, ბარბარეს დედა 22 წლის მერი ნადირაშვილი სიმსივნით გარდაიცვალა, ოჯახს შემწეობა მცირე ხნით შეუჩერდა და ისევ დაენიშნა. შემდეგ ერთ-ერთი წევრი თამაზ ნადირაშვილი ძმასთან კონფლიქტის გამო დააკავეს. ხუთი თვის წინ, როდესაც საპატიმრო დაწესებულება დატოვა, ოჯახი თავიდან გადაამოწმეს და სოციალური დახმარება აღარ დაუნიშნეს.

ელექტროენერგიის გარეშე რამდენიმე დღე იყვნენ, რადგან გადასახადი 300 ლარი დაუგროვდათ. შემდეგ კეთილმა ადამიანებმა 30 ლარი აჩუქეს, გადაიხადეს და დენი ისე ჩართეს.

ზამთარში ხარჯიც მეტია. შეშა ცოტაღა აქვთ, ამიტომ ხანდახან ბუნებრივი აირით თბებიან. ახლა გაზის თანხაც გადასახდელია შემოსავალი კი როგორც თავად ამბობენ, არაფერი აქვთ, არ იციან თავი რით ირჩინონ.

თამაზ ნადირაშვილი ჯანმრთელობის გამო პენსიას 100 ლარს იღებდა. თანხა წინსწრებით გამოიტანეს და ახლა ეს შემოსავალიც აღარ აქვთ. ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ოჯახის დისახლისს მარიამ კვაცაშვილსაც. როგორც თავად ამბობს, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მუდმივ მკურნალობას საჭიროებს და ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია.

იმის გამო, რომ სოციალურად დაუცვლეთა ბაზაში რეგისტრირებულები არ არიან, გურჯაანის მერია მათ ერთჯერადი, 50 ლარიანი შემწეობითაც ვერ დაეხმარა.

რატომ შეუწყდათ ნადირაშვილებს სოციალური დახმარება, ამის გარკვევას speqtri.ge საქართველოს სოცილაური მომსახურების სააგენტოში შეეცადა.

-„ოჯახს დემოგრაფიული ცვლილება ჰქონდა. ერთი წევრი დაემატათ და ხელახლა გადამოწმდნენ. ივნისიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ადამიანებს გაუჩნდათ ვალდებულება, რომ შრომის უნარიანი მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს შრომის ბაზრის საძიებო სისტემაში. სამწუხაროდ, ამ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა არ გაიარა რეგისტრაცია და ამის გამო სოციალური დახმარება შეუწყდათ. ბოლოს, ისინი გასული წლის ოქტომბრის თვეში ხელახლა გადამოწმდნენ. მიიღეს დაბალი სარეიტინგო ქულა და იანვრის თვეში მათ თანხა უკვე ჩაერიცხებათ.“-აღნიშნა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ტატა გამყრელიძემ.

სანამ ნადირაშვილები სოციალურ დახმარებას ისევ მიიღებენ, ისინი კვლავ კეთილი ადამიანების იმედად რჩებიან. პატარა ბარბარეს კი სჯერა, რომ სურვილები აუხდება, "რულიანი მანქანაც“ ექნება, თოჯინებიც და ბევრი შოკოლადიც.

ამავე თემაზე:
ნადირაშვილების ოჯახის შემაძრწუნებელი ქრონიკა [VIDEO]
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
15:35 / 22.01.2018
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
15:20 / 22.01.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +13, +18 იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 იქნება.
12:12 / 22.01.2018
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე
მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების
მონიტორინგს განახორციელებს.
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს.
14:29 / 19.01.2018
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
11:59 / 19.01.2018
სხვა ამბები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდას (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
14:59 / 18-01-2018
ზამთრის არდადეგები დასრულდა და დღეს საჯარო სკოლებში სწავლა გაგრძელდა.
11:37 / 15-01-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
16:10 / 05-01-2018
2018 წლის მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის შეტანის უფლება ექნება.
13:25 / 04-01-2018
მიიწურა, ჩამოიმარცვლა კიდევ ერთი- 2017 წელი თავისი საწუხარით, სინანულით, ზოგჯერ სიხარულის ყიჟინით, უკეთესის მოლოდინში გაკერპებული ნატვრით.
13:11 / 30-12-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.