საზოგადოება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში რეფორმები იგეგმება
წვევამდელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მსახურებისთვის ანაზღაურებას აღარ მისცემენ. კანონში ცვლილებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა.

„ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა. მართალია, აქამდე წვევამდელებს მცირე, მაგრამ მაინც ანაზღაურების საფასურად შეეძლოთ ემსახურათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია, კონტრაქტის გარეშეც მოხდეს მათი აყვანა ამ სამსახურში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით და ვიფიქრობთ, რომ ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებისა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რეფორმაც იგეგმება. კონკრეტული ვადები უცნობია, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს.

“ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გარკვეულ რეფორმებს საჭიროებს. ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და თქვეს, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივად საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ დასვენების უფლებაც. თუმცა სამხედრო სავალდებულო საკითხში არის კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტები, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ არსებობს. გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვისაუბრებთ. შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
15:35 / 22.01.2018
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
15:20 / 22.01.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +13, +18 იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 იქნება.
12:12 / 22.01.2018
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე
მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების
მონიტორინგს განახორციელებს.
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს.
14:29 / 19.01.2018
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
11:59 / 19.01.2018
სხვა ამბები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდას (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
14:59 / 18-01-2018
ზამთრის არდადეგები დასრულდა და დღეს საჯარო სკოლებში სწავლა გაგრძელდა.
11:37 / 15-01-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
16:10 / 05-01-2018
2018 წლის მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის შეტანის უფლება ექნება.
13:25 / 04-01-2018
მიიწურა, ჩამოიმარცვლა კიდევ ერთი- 2017 წელი თავისი საწუხარით, სინანულით, ზოგჯერ სიხარულის ყიჟინით, უკეთესის მოლოდინში გაკერპებული ნატვრით.
13:11 / 30-12-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.