საზოგადოება
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
თოვლისა და ყინვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. საგზაო დეპარტამეტის თელავის სამმართველოს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოები შეაფერხა.
საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს ხელმძღვანელის თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, გადადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწანინააღმდეგო ჯაჭვებით. მისივე თქმით, გზის ამ მონაკვეთზე დილიდან ტექნიკური მარილი იყრება და რამდენიმე საათში შეზღუდვა მოიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google