საზოგადოება
როდიდან გამოიდარებს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან  19 იანვრის ჩათვლით, საქართველოში  ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 16-17 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსია მოსალოდნელი. 18-19 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.

20-24 იანვარს საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google