საზოგადოება
NDI - მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი, ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
მოსახლეობის 32%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, 26% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

მოსახლეობის უკმაყოფილების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია 2009 წლის შემდეგ.

კვლევა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).


| Print |
FaceBook Twitter Google