საზოგადოება
რა ქონებას ფლობს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი
Speqtri.ge ამჯერად ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ სესიაშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ. ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 11 იანვარსაა შევსებული.
მის სახელზეა რეგისტრირებული 1 ბინა თბილისში, 1 არასაცხოვრებელი ფართი ყვარელში და 6 მიწის ნაკვეთი. როსტომ სესიაშვილმა 2017 წელს 16 500 აშშ დოლარად ავტომანქანა toyota Qamry შეიძინა.

ის შპს "სესიაშვილი“-ს 51%-იანი წილის მფლობელია, 33%-იანი წილი აქვს შპს "მეტალო“-ში, 25%-იანი წილი ეკუთვნის შპს intourist Group-ში, ხოლო შპს "ღვინტესტის“ 50%-იანი მეწილეა.

თუმცა დეკლარაციის მიხედვით ამ ოთხ შპს-ს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არანაირი შემოსავალი არ მიუღია.
გასულ წელს ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 60 000 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის შევსების დროს როსტომ სესიაშვილს ნაღდი ფულის სახით 6 000 ლარი ჰქონდა, ხოლო თი ბი სი ბანკის ანგარიშზე 40 065 ლარი ერიცხებოდა.

როსტომ სესიაშვილმა შესრულებული სამუშაოსთვის ( ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი) გასულ წელს 4 328 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ ლიკა დენტოშვილმა (თბილისის არქიტექტურის სამსახურის კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტი) 15 294,30 ლარი, ხოლო დედამისმა ირმა ბერიაშვილმა ( შპს ავერსი ფარმას ყვარლის აფთიაქის მენეჯერი) 18 087 ლარი.

როსტომ სესიაშვილმა 2016 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თი ბი სი ბანკიდან 18 000 აშშ დოლარი სესხი გამოიტანა. მის დასაფარად გასულ წელს 9 000 დოლარი შეიტანა.

მას იმავე ბანკში აქვს 4000 აშშ დოლარი აგრობიზნეს სესხი, რომლის დასაფარად 2017 წელს 2110 აშშ დოლარი გადაიხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google