საზოგადოება
წნორში ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი "ჰეფი-ლენდი" გაიხსნა
ქალაქ წნორში ახლადგახსნილ ბავშვთა და მოზარდთა გასართობ ცენტრ "ჰეფი-ლენდში“ საქველმოქმედო აქცია ,"პოზიტივი პატარებს" გაიმართა.
აქციის ფარგლებში "ჰეფი-ლენდმა" სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორმოცამდე შშმ პირს უმასპინძლა.

გასართობი ცენტრი "ჰეფი-ლენდი“ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის-"აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 000 ლარით დაფინანსდა.

გასართობი ცენტრი, რომელშიც განთავსებულია სათამაშო და სასცენო სივრცე, საკვები კუთხე, ორმოცდაათ ბავშვზეა გათვლილი. ცენტრი მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისებს - დაუვიწყარ დაბადების დღის პროგრამას, თინეიჯერულ დახურულ წვეულებებს (12 წლიდან), საათობრივ გასართობს და ზღაპრის გმირების წარმოდგენებს სთავაზობს. 


| Print |
FaceBook Twitter Google