საზოგადოება
გურჯაანსა და სიღნაღში „სოკარ ჯორჯია გაზი“ მრიცხველებს ცვლის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ მრიცხველების შეცვლა მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში „სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის უფროსმა მიხეილ სამხარაულმა აღნიშნა, მრიცხველებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა.
„მრიცხველს, რომელსაც პროგრამულად გაუვიდა ვადა, ვცვლით. თავის დროზე ახალი აღრიცხვის კვანძების დაყენება სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ, რომელსაც ორი თუ სამი წელი მოვუნდით. ამის შემდეგ გამრიცხველიანდა ყვარელი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო და ა.შ. ამჟამად გავიდა უკვე 3-4 წელიწადი და ხდება მათი შეცვლა. ახალი მრიცხველი მიგვაქვს ლაბორატორიაში. ვამოწმებთ, ვარტყავთ ბეჭედს, ვაძლევთ სათანადო პასპორტს, რომ აბონენტი გარანტირებული იყოს სწორი აღრიცხვისთვის. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. “


მიხეილ სამსახარაულის განმარტებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მრიცხველის შეცვლა უფასოა.
„არის შემთხვევა, როდესაც აბონენტი აზიანებს მრიცხველს. ხან სპიცს უყრის და ხან ლუქს არღვევს, რის შემდეგაც სწორი აღრიცხვა აღარ მიმდინარეობს. ასეთი ფაქტი სიღნაღშიც და გურჯაანშიც დაფიქსირდა. საეჭვო სიტუაციის დროს მრიცხველს აბონენტის თანდასწრებით ვლუქავთ და ვგზავნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროზე. თუ დაზიანება დადასტურდა, მაშინ მრიცხველის ღირებულების გადახდა აბონენტს ეკისრება. ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტაა. “

მისივე თქმით, სიღნაღის შემდეგ მრიცხველების შეცვლის პროცესი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც დაიწყება.


| Print |
FaceBook Twitter Google