საზოგადოება
დავით გარეჯი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებს შორის მოხვდა
დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა.
12 ძეგლის წინასწარი ნუსხა, ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი- იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად.

ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია, მიმდინარე წლის 15 მარტს გამოვლინდება.


| Print |
FaceBook Twitter Google