საზოგადოება
24 იანვრიდან კვლავ ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 იქნება.

უწყების ინფორმაციით, 24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

25 – 28 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / წვიმა /