საზოგადოება
მეოთხე დღეა ახმეტაში 41 წლის მამაკაცს ეძებენ
უკვე მეოთხე დღეა ახმეტაში, სარწყავ არხში,  41 წლის მამუკა ძებნიაურს მაშველები, მყვინთავები და ადგილობრივები ეძებენ.  ბოლოს ის არხის პირას 19 იანვარს შენიშნეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
აქტიური სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა.

"არხის პირას ახლაც არიან მაშველები და მყვინთავები. წყალს ტუმბავენ, იქნებ მყვინთავებმა შეძლონ დაგუბებულ ადგილას ჩასვლა, საკმაოდ რთული ადგილია და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იქ მიაგნონ რამეს. მინდვრებშიც და ტყეშიც ვეძებთ, მაგრამ უშედეგოდ."- აღნიშნა მამუკა ძებნიაურის დამ ხათუნა ძებნიაურმა.

| Print |
FaceBook Twitter Google