საზოგადოება
ლისის მამათა მონასტრის წინამძღვარი გურჯაანელ მრევლს შეხვდა
გურჯაანში, თოჯინების სახელმწიფო თეატრში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების ისტორიასთან დაკავშირებით, ფილმის ჩვენება გაიმართა.

როგორც ჩვენთან საუბარში ლისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარმა ლუკა ფალავანდიშვილმა აღნიშნა, მრევლთან შეხვედრა დღეში ორჯერ ტარდება.
„საქართველოს ტერიტორიაზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები მოგზაურობენ. ეს ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან -40 და დაბადებიდან 85 წლისთავს. თითოეულ ადამიანს, რომელიც თავს ეკლესიის წევრად თვლის, აქვს საშუალება ეპარქიის საკათედრო ტაძარში მიბრძანდეს და მოილოცოს ეს ორი უდიდესი მნიშვნელობის ხატი. პარალელურად, დღეში ორჯერ იმართება შეხვედრა, ეწყობა კინოჩვენება, სადაც საუბარია ხატების ისტორიაზე.“

მისი თქმით, ხატები უკვე მოილოცა საგარეჯოს მრევლმა, კვირას, ბოდბის მონასტერში გადააბრძანებენ, შემდეგ კი - დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, თელავსა და ახმეტაში.
| Print |
FaceBook Twitter Google