საზოგადოება
გურჯაანში მიწის ახალი ნორმატიული ფასი განისაზღვრა
გურჯაანში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გივი რამაზაშვილის განმარტებით, ახალი ტარიფები ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის მიზნით დაწესდა.
„ფასები გაიზარდა ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონაში. ყველას უნდა, რომ თავისი კომერციული საქმიანობა ცენტრალურ ქუჩებზე განათავსოს. ამის გამო და ბიუჯეტის შევსების მიზნითაც დადგინდა აღნიშნული ფასები. ვფიქრობ, ეს თანხა სერიოზულ გავლენას არ იქონიებს ბიზნესინტერესებზე.“

ცენტრალურ ქუჩაზე ერთი კვადრატული მეტრი ფართის ფასი 4, 21 თეთრით გაიზარდა და 14, 04 გახდა, შუალედურზე 3, 24 -ით მოიმატა და 10, 80 გახდა, ხოლო პერიფერიულ ქუჩაზე 2,27-ით გაიზარდა და 7, 56 თეთრით განისაზღვრა.




| Print |
FaceBook Twitter Google