საზოგადოება
ირაკლი შოთაძე მაჩალიკაშვილის ოჯახთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შოთაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს.
„მე ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს გამოძიების მასალებთან სრული წვდომა და ისინი ინფორმირებულნი არიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ’, - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, დანიშნულია ექსპერტიზები და შედეგს ელოდებიან.შედეგების შესახებ კი საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google